ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა გერტ იან კოპმანთან
2023 წლის 8 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორთან გერტ იან კოპმანთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ევროკომისიის, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, რასაც ქვეყანა ახორციელებს ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე და კერძოდ, კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკომისიის 12 პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელებულ ინსტიტუციურ და სამართლებრივ რეფორმებს.