ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შესახებ
საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, თორნიკე ნოზაძემ შეხვედრა გამართა ინდონეზიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, არმანატა ნასირთან. შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და ვაჭრობის სფეროებში. ამასთან, ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და პლატფორმებზე ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას.