შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილესთან
ინდონეზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თორნიკე ნოზაძემ, შეხვედრა გამართა ინდონეზიის განათლების მინისტრის მოადგილესთან, სტელა კრისტისთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო–ინდონეზიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განათლებისა და მეცნიერების სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტური გაცვლითი პროგრამების, აკადემიური პარტნიორობისა და ერთობლივი კვლევითი პროექტების განვითარებას. ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და ინდონეზიის განათლების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხი.
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა და ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას.
