შეხვდა ინდონეზიის კულტურის მინისტრსთან
საქართველოს ელჩი ინდონეზიის რესპუბლიკაში, თორნიკე ნოზაძე ინდონეზიის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს, ფადლი ზონს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდონეზიას შორის კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაცვლითი პროგრამების განვითარებას, ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და კულტურის სფეროში გამოცდილების გაზიარებას.
ხაზი გაესვა კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობას, როგორც ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცებისა და თანამშრომლობის გაძლიერების ეფექტიან ინსტრუმენტს.
