Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და ფილიპინების რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2023 წლის 30 ოქტომბერს,  თბილისში, საქართველოს და ფილიპინების რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მე-3 პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა, მინისტრის მოადგილეების დონეზე. 

საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი უძღვებოდა, ფილიპინების რესპუბლიკის მხრიდან კი საგარეო საქმეთა დეპარატმენტის მდივნის მოადგილე, ელჩი მარია ტერესა ლაზარო. 

კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს და ფილიპინების რესპუბლიკას შორის  ურთიერთობების აქტუალური საკითხები და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები, როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. კმაყოფილებით აღინიშნა ქვეყნებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის დადებითი დინამიკა და ამ მხრივ ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობას. ამასთან, მხარეებმა დეტალურად განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრის დროს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას. ფილიპინების მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობაზე. ამ მხრივ საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის  სფეროებში. ამასთან აღინიშნა, რომ ხალხთა შორის ურთიერთობებსო გააქტიურებისთვის მნიშვნელოვანია საქართველო ფილიპინების რესპუბლიკას  შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა.  

ფართოდ იქნა განხილული  რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. საქართველოს მხარემ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

პოლიტიკური კონსულტაციების დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა მჭიდრო ურთიერთქმედების გაგრძელებაზე, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.