საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია
14 მაისს, საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს,საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას და მიმოიხილეს საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ოფიციალური შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, 15 მაისს გაიმართება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლარს ლოკე რასმუსენი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან.
ასევე, გაიმართება შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან ერთად ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს.
ამასთან, დანიის პირველი დიპლომატი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.