საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის შინაგან საქმეთა და ჯანმრთელობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის შინაგან საქმეთა და ჯანმრთელობის მინისტრს შეხვდა
2023 წლის 3 მაისს ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს შინაგან საქმეთა და ჯანმრთელობის მინისტრთან, მოშე არბელთან.
შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველო-ისრაელის დინამიურ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას. აღინიშნა ორი ქვეყნის დადებითი გამოცდილება უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით.
საუბარი შეეხო მიგრაციის პოლიტიკას და ცირკულარული მიგრაციის შესაძლებლობის გამოყენების მნიშვნელობას.
მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე.