Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში, აკრედიტებულია სინგაპურის რესპუბლიკაში, ფილიპინების რესპუბლიკაში, ტიმორ-ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN)

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის (ASEAN) გენერალურ მდივანს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თორნიკე ნოზაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის (ASEAN) გენერალურ მდივანს, კაო კიმ ჰოურნს.  

ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს ელჩსა და ASEAN-ის გენერალურ მდივანს შორის შედგა შეხვედრა, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის მიმდინარე მდგომარეობა და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ასევე თანამშრომლობის გაძლიერებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, ინოვაციები და მდგრადი განვითარება.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა საქართველოსა და ASEAN- შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და სხვადასხვა მიმართულებით კავშირების განმტკიცების შესახებ.