Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში, აკრედიტებულია სინგაპურის რესპუბლიკაში, ფილიპინების რესპუბლიკაში, ტიმორ-ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN)

საქართველოს ელჩმა ბაკრის უნივერსიტეტში დიპლომატიური ეთიკის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა.

მიმდინარე წლის 11 ნოემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდონეზიის რესპუბლიკაში, თორნიკე ნოზაძემ ბაკრის უნივერსიტეტში დიპლომატიური ეთიკის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა. საქართველოს საელჩოსა და უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას უნივერსიტეტის ხელმძღვანელები, პროფესორ-მასწავლებლები და პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების სტუდენტები დაესწრნენ.

ლექციის ფარგლებში საქართველოს ელჩმა დიპლომატიურ საქმიანობაში ეთიკის მნიშვნელობასა და დიპლომატის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. ყურადღება დაეთმო მოლაპარაკებების წარმოებისა და კონფლიქტების მოგვარების პროცესში ეთიკური პრინციპების დაცვას, ასევე ეროვნული ინტერესებისა და საყოველთაო ღირებულებების ურთიერთმიმართებას. თორნიკე ნოზაძემ სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე დიპლომატიური საქმიანობის თავისებურებები გააცნო.