საქართველოს ელჩმა ჯაპარას მერის, ვიტიარსო უტომოს მიწვევით დიპლომატიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
მიმდინარე წლის 3-5 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდონეზიის რესპუბლიკაში, თორნიკე ნოზაძემ ჯაპარას მერის, ვიტიარსო უტომოს მიწვევით დიპლომატიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ელჩი ჯაპარას მერს შეხვდა. მხარეებმა ეკონომიკური, საინვესტიციო და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის რეგიონებს შორის თანამშრომლობის განვითარებას. ინდონეზიურმა მხარემ საქართველოს ერთ-ერთ ქალაქთან დაძმობილების ინტერესი გამოხატა.
