რწმუნებათა სიგელების გადაცემა - ფილიპინების რესპუბლიკა
ფილიპინების რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თორნიკე ნოზაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ფილიპინების რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფერდინანდ მარკოს უმცროსს.
ცერემონიის ფარგლებში ელჩსა და ფილიპინების პრეზიდენტს შორის გაიმართა შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, კიდევ უფრო გააღრმაონ საქართველო-ფილიპინების პარტნიორობა და გააძლიერონ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.
ცერემონიის ფარგლებში ელჩმა ასევე მონაწილეობა მიიღო ფილიპინების ეროვნული გმირის, დოქტორ ხოსე რიზალის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცერემონიაში.
