ინდონეზიის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტროში შეხვედრის შესახებ
25 მარტს, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, თორნიკე ნოზაძემ შეხვედრა გამართა ინდონეზიის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრთან, ბრაიან იულიარტოსთან.
შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდონეზიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. შეთანხმდა საქართველოსა და ინდონეზიის განათლების სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე კონსულტაციების დაწყება, ასევე მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა.