Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში, აკრედიტებულია სინგაპურის რესპუბლიკაში, ფილიპინების რესპუბლიკაში, ტიმორ-ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN)

სინგაპურის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა სინგაპურის რესპუბლიკის პრეზიდენტს

სინგაპურის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თორნიკე ნოზაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა სინგაპურის რესპუბლიკის პრეზიდენტს, თარმან შენმუგარატნამს.

ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს ელჩს და სინგაპურის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის შედგა შეხვედრა, რომლის დროსაც მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე. შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა საქართველოსა და სინგაპურს შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების შესახებ.