Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში, აკრედიტებულია სინგაპურის რესპუბლიკაში, ფილიპინების რესპუბლიკაში, ტიმორ-ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN)

ფრანკოფონიის კვირეულთან დაკავშირებით

ინდონეზიაში ფრანკოფონიის კვირეულის ფარგლებში, ჯაკარტას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ნანა ჯანელიძის ფილმის „იავნანა“ ჩვენება, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის დეკანი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლექტორები და სტუდენტები. 

ქართულმა ფილმმა დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩვენების დასასრულს გამართული ვიქტორინის გამარჯვებულებს, საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულმა საჩუქრები გადასცა. 

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს საელჩომ, დამკვირვებლის სტატუსით, ინდონეზიაში ფრანკოფონიის  კვირეულში მიიღო მონაწილეობა.