შეხვედრა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალურ მდივანთან
საქართველოს ელჩმა თორნიკე ნოზაძემ შეხვედრა გამართა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის (ASEAN) საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA) გენერალურ მდივანთან, დოქტორ კემ ვიდჰიასთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და AIPA-ს შორის თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და პოლიტიკური დიალოგის გაფართოებასმრავალმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში.
საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ინტერესს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონთან ურთიერთობების გაღრმავების მიმართ და აღნიშნა ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მნიშვნელოვანი როლი რეგიონული სტაბილურობის, დემოკრატიული მმართველობისა და საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებაში.
თავის მხრივ, AIPA-ს გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოსთან თანამშრომლობის პოტენციალი და გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებასა და პრაქტიკული თანამშრომლობის ახალი ფორმატების ჩამოყალიბებას.
