ფრანკოფონიის კვირეულთან დაკავშირებით
ინდონეზიაში ფრანკოფონიის კვირეულის ფარგლებში, ჯაკარტას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ნანა ჯანელიძის ფილმის „იავნანა“ ჩვენება, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის დეკანი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლექტორები და სტუდენტები.
ქართულმა ფილმმა დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩვენების დასასრულს გამართული ვიქტორინის გამარჯვებულებს, საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულმა საჩუქრები გადასცა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს საელჩომ, დამკვირვებლის სტატუსით, ინდონეზიაში ფრანკოფონიის კვირეულში მიიღო მონაწილეობა.