Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში, აკრედიტებულია სინგაპურის რესპუბლიკაში, ფილიპინების რესპუბლიკაში, ტიმორ-ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN)

11-12 ივნისს, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თორნიკე ნოზაძე ფილიპინების რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოს უმცროსის მიწვევით ფილიპინების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს - ცერემონიულ დროში აღმართვას, აღლუმს და საზეიმო მიღებას დაესწრო.

 

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ფილიპინების პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, მარია რაკელ არენასთან და ფილიპინების საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპის საკითხებში, დეენა ჯოი ამატონგთან.

 

შეხვედრებზე განხილული იქნა საქართველოსა და ფილიპინებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, ასევე რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს როლი რეგიონული სტაბილურობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფის კუთხით.