საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება
2026 წლის 26 მაისს, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ინდონეზიის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს წრეებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ინდონეზიაში საქართველოს ელჩმა, თორნიკე ნოზაძემ და საპატიო სტუმარმა - ინდონეზიის ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრმა, ნატალიუს პიგაიმ.
სიტყვით გამოსვლისას ელჩმა ისაუბრა საქართველოს თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის მნიშვნელობაზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე, ღვინის მრავალსაუკუნოვან ტრადიციასა და სტუმართმოყვარეობაზე. ასევე, საქართველო-ინდონეზიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.
საზეიმო მიღებაზე, პრეზიდენტის უნივერსიტეტის გუნდმა შეასრულა საქართველოსა და ინდონეზიის ეროვნული ჰიმნები, ასევე ცნობილი ქართული და ინდონეზიური სიმღერები.
ინდონეზიაში საქართველოს საელჩო გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!