Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში, აკრედიტებულია სინგაპურის რესპუბლიკაში, ფილიპინების რესპუბლიკაში, ტიმორ-ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN)

მისასალმებელი სიტყვა

მოგესალმებით ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე საქართველოს ინდონეზიის რესპუბლიკაში, ასევე ვიყო აკრედიტებული ფილიპინების რესპუბლიკაში, სინგაპურის რესპუბლიკაში, ტიმორ-ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და ვასრულებდე საქართველოს წარმომადგენლის ფუნქციას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში (ASEAN).

საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ეფუძნება მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების პრინციპებს. ჩვენი მიზანია პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოება, ინვესტიციების ხელშეწყობა, კულტურული და საგანმანათლებლო თანამშრომლობის განვითარება, ასევე ხალხთა შორისი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და პერსპექტიული სივრცეა, რომელთანაც საქართველოს თანამშრომლობა ყოველწლიურად უფრო მრავალმხრივი და ინტენსიური ხდება.

საელჩო აქტიურად მუშაობს საქართველოს ინტერესების წარმოსაჩენად და დასაცავად, რეგიონში ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად და ორმხრივი თუ მრავალმხრივი თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად. ამასთანავე, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს მოქალაქეებისათვის ეფექტიანი და ხარისხიანი საკონსულო მომსახურების უზრუნველყოფა.

ვიმედოვნებ, რომ ეს ვებგვერდი თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციის წყარო იქნება. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ საელჩოს საქმიანობას, საკონსულო მომსახურებას, საქართველო-რეგიონის ურთიერთობებს, მიმდინარე სიახლეებსა და ღონისძიებებს.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობები ახალ დონეზე გადავა.

პატივისცემით,

თორნიკე ნოზაძე
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
ინდონეზიის რესპუბლიკაში
საქართველოს წარმომადგენელი ASEAN-ში
აკრედიტებული ფილიპინების რესპუბლიკაში, სინგაპურის რესპუბლიკასა და ტიმორ-ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.